03 მაისი, 2018
ჯეკი ჩანმა საკუთარი ქალიშვილი ლეზბოსელობის გამო სახლიდან გააგდო
ჯეკი ჩანმა 19 წლის ქალიშვილი, სახელად ეტა სახლიდან გააგდო, რადგან მისი არატრადიციული ორიენტაცია არ ცნო. Youtube-ზე გოგონამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საუბრობს, თუ რამდენად საშინელი მამა ჰყავს.

Rating

როგორც ეტა ჰყვება, ის უკვე რამდენიმე თვეა, საკუთარ "გერლფრენდთან", 30 წლის ენდი ოტომთან ცხოვრობს. შეყვარებულმა გოგონებმა პოლიციას სიტუაციის შესახებ უკვე შეატყობინეს და სექსუალური უმცირესობების დამცველთა ცენტრს მიმართეს.

ამჟამად ეტამ და ენდიმ არ იციან, სად იცხოვრონ და ფინანსურ დახმარებას სოც. ქსელის მომხმარებლებს სთხოვენ, რადგან ნათესავებმა მათ დახმარებაზე უარი თქვეს.

პირველად ეტამ
არატრადიციული ორიენტაციის შესახებ 2017 წლის შემოდგომაზე, Instagram-ით განაცხადა. გოგონას დედა ქალიშვილის რომანს დადებითად შეხვდა, თუმცა, მამას კომენტარი არ გაუკეთებია.

Rating

ჯეკი ჩანი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობად მიიჩნევა. მან მაყურებელს მრავალი როლით დაამახსოვრა თავი.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის შემოდგომაზე ეტამ, დეპრესიის გამო, თავის მოკვლა სცადა, სადამდეც საკუთარმა მამამ მიიყვანა.

ანა გარელი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გოჩ ა
სად არიან ქართული არასამთავროოები, რა მასალა გამაზეს კნავილისთვის?
18:48 / 08-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS