03 მაისი, 2018
სქესშეცვლილი კეტლინ ჯენერი ტრანსგენდერ გოგონაზე ქორწინდება
"The Mirror"-ის ცნობით, 68 წლის კეტლინ ჯენერი (წარსულში ბრიუს ჯენერი, კიმ კარდაშიანის მამინაცვალი) 21 წლის ტრანსგენდერ გოგონაზე, სოფია ჰატჩინსზე ქორწინდება.

Rating

მიუხედავად იმისა, რომ კეტლინი დიდი ხნის მანძილზე სოფიასთან სასიყვარულო ურთიერთობას უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები არიან, დღეს უკვე მათ ქორწინებაზე საუბრობენ.

Rating

წყვილი ძალიან მალე საიდუმლოდ დაქორწინებას გეგმავს. სოფია სტუდენტი და ტრანსგენდერი მოდელია. ახლო ურთიერთობებზე ხმები ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა. შეყვარებულებს პაპარაცები ხშირად აფიქსირებდნენ, ისინი ერთად ჩნდებოდნენ ვარსკვლავურ ღონისძიებებზეც.

68 წლის კეტლინ ჯენერი
ქალი-ტრანსგენდერია. წარსულში ის ცნობილი იყო, როგორც უილიამ ბრიუს ჯენერი, ოლიმპიური ჩემპიონი მსუბუქ მძლეოსნობაში და აშშ-ს ეროვნული გმირი. 2015 წელს მან სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. მანამდე 3 ქალთან იმყოფებოდა ქორწინებაში და თითოეულ მათგანთან შვილები აკავშირებს. ჯენერს სულ 6 შვილი ჰყავს.

RatingRating
ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
???
რა დომხალია დავიბენი :)))
18:26 / 03-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS