02 მაისი, 2018
ბურაქ ოზჩივიტმა 13 მილიონი დაკარგა
თურქული კინოს ვარსკვლავმა მისი მონაწილეობით ახალი ფილმის კრახის გამო მილიონები დაკარგა.

მედიის ცნობით, ბოევიკში „Can feda“ მთავარი როლები ქერემ ბურსინმა და ბურაქ ოზჩივიტმა შეასრულეს. ოზჩივიტი ფილმის პროდიუსერიც გახლავთ, მასში ჩადებულმა თანხამ კი ვერ გაამართლა და პროექტმა კრახი განიცადა.

Rating

ოზჩივიტთან დაახლოებული წყაროს ცნობით, პროექტის ჩაფლავების გამო, მსახიობმა 13 მილიონი თურქული ლირა დაკარგა.
„ფინანსური კრახის შემდეგ ფეხზე დადგომა რომ შეძლოს, მას ერთი ან ორი წელი დასჭირდება“, - ციტირებს წყარო Haberturk.com-თან.

Rating
ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS