მედიის ცნობით, ბოევიკში „Can feda“ მთავარი როლები ქერემ ბურსინმა და ბურაქ ოზჩივიტმა შეასრულეს. ოზჩივიტი ფილმის პროდიუსერიც გახლავთ, მასში ჩადებულმა თანხამ კი ვერ გაამართლა და პროექტმა კრახი განიცადა.
ოზჩივიტთან დაახლოებული წყაროს ცნობით, პროექტის ჩაფლავების გამო, მსახიობმა 13 მილიონი თურქული ლირა დაკარგა.
„ფინანსური კრახის შემდეგ ფეხზე დადგომა რომ შეძლოს, მას ერთი ან ორი წელი დასჭირდება“, - ციტირებს წყარო Haberturk.com-თან.
ანა გარელი