28 თებერვალს ვიტორგანის მეუღლე, 56 წლის ირინა ვიტორგანი დედა პირველად გახდა. მან მსახიობს ქალიშვილი გაუჩინა.
ეს ამბავი საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ვიტორგანს 20 წლის განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო არ შეეძლო დედა გამხდარიყო. ის მრავალი წლის მანძილზე მკურნალობის კურსებს გადიოდა და როგორც კი ექიმებისგან ნებართვა მიიღო, დაფეხმძიმდა.
„ბედნიერი წუთები“ - წერს ემანუელ ვიტორგანი ახალშობილ ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოზე. ფოტოზე პატარა ეტელს მამა
აღსანიშნავია, რომ 1939 წელს დაბადებული ემანუელისთვის ეტელი მესამე შვილია. მსახიობს უკვე ჰყავდა შვილები - ქალიშვილი ქსენია, პირველი ქორწინებიდან და ვაჟი მაქსიმი (ქსენია სობჩაკის ქმარი) მეორე ქორწინებიდან. ცნობილ არტისტს ასევე ჰყავს 5 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი.
ანა გარელი