02 მაისი, 2018
თამარ გვერდწითელი შესამჩნევად გალამაზდა, გახდა და ახალგაზრდა ბიჭთან გააბა რომანი
რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, თამარ გვერდწითელმა თაყვანისმცემლები ახალი კლიპით გაახარა. სიმღერა „Ориентир любви“ სპეციალურად მისთვის დაიწერა პოეტ მიხეილ გუცერიევისა და კომპოზიტორ ვიქტორ კოხანოს მიერ.

სიმღერის სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა ბიჭის რთული სასიყვარულო ისტორიაა. ვიდრე კლიპის გმირი საკუთარ ბედნიერებას იპოვის, მას ბევრი გამოცდის გადალახვა მოუწევს.

Rating
56 წლის მომღერალმა მაყურებელი კვლავ გააოცა.

Rating

კლიპის გადაღებები სანკ-პეტერბურგში გაიმართა.

„კლიპის გადაღება ყოველთვის საინტერესოა, რადგან სიმღერა ყურებადი ხდება, მისი ახალი კინო-ცხოვრება იწყება. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ლამაზ მუსიკაზე, შესანიშნავ ტექსტს
ვმღერი. კლიპი კარგი გამოვიდა“, - ჰყვება თამარ გვერდწითელი.
მომღერლის შემოქმედების თაყვანისმცემლებს მისი შესრულება ძალიან მოეწონათ. YouTube-ზე კლიპის ნახვების რაოდენობა 300 ათასს უკვე აჭარბებს.

Rating

უნდა ითქვას, რომ 56 წლის მომღერალი იდეალურ ფორმაშია. მან ზედმეტი კილოგრამები დაიკლო და 20 წლით გაახალგაზრდავდა. თამარ გვერდწითელი სულ მალე, 19 მაისს რუსული ესტრადის სხვა მომღერლებთან ერთად კრემლის სასახლის სცენაზე, მიხაილ გუცერიევის საიუბილეო საღამოზე იმღერებს.

ანა გარელი

იხილეთ ვიდეო:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS