02 მაისი, 2018
დედოფალმა ახალშობილი პრინცი ლუი მხოლოდ ახლა გაიცნო
ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილის, პატარა ლუის გასაცნობად კენსინგტონის სასახლეში დედოფალი ჩაფრინდა, ინფორმაციას "The Sun"-ი ავრცელებს.

92 წლის მონარქი ახალშობილის მოსანახულებლად სანდრინგემიდან საკუთარი ვერტმფრენით ჩაფრინდა.

ამ დრომდე შვილიშვილი ნანახი არ ჰყავდა უილიამის მამას, პრინც ჩარლზს, რის გამოც სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. ინტერნეტ მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ ლუი ქეითის მშობლებმა დაბადებიდან რამდენიმე საათში მოინახულეს.

დედოფალი და პრინცი ჩარლზი კენსინგტონის სასახლეში, დაახლოებით, 1.5 საათის მანძილზე დარჩნენ.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS