01 მაისი, 2018
მეგან მარკლმა პრინცი ჰარი ქალურ დიეტაზე დასვა - მსახიობმა ჰარი ხორცსაც კი გადააჩვია
პრინც ჰარის 33 წლის საცოლე საქორწინო მზადებას ძალიან სერიოზულად უდგება - ქორწილი 19 მაისს უინძორის სასახლეში გაიმართება. მეგანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქორწილზე იდეალურად გამოიყურებოდეს, თუმცა, უყურადღებოდ არც ჰარის ტოვებს და მის საჭირო ფორმაში ჩადგომაზეც ზრუნავს.

მაგალითად, პრინცმა ჰარიმ უკვე დაიკლო 3 კგ. იგი იმ დიეტას იცავს, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, თავად მეგან მარკლი იყენებს.
სამეფო ოჯახთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, The Daily Mail-ი ავრცელებს, რომ ამჟამად ჰარის ყოვედლღიურ რაციონს შეადგენს ახლადდაწურული წვენები, დაბალნახშირწყლოვანი პროდუქტები, კომბოსტო და კინოას
მარცვლები. მეგან მარკლმა ჰარი ხორცსაც კი გადააჩვია.

„მეგანმა ჰარის კვების რაციონი სრულიად შეცვალა. მათ წვენსაწური იყიდეს და ახლა ბოსტნეულისა და ხილისგან სმუზებს ამზადებენ“, - ამტკიცებს წყარო.

მეგან მარკლი დაკავებულია პილატესით და მცენარეულ დიეტას იცავს. როცა ერთხელ მსახიობს მისი დღის იდეალურ რაციონზე ჰკითხეს, მან ის ასე აღწერა: საუზმედ გამწმენდი ვანილისა და კენკრის კოქტეილი; სადილად სალათი ნისუაზე თხის ყველის ნაჭერთან და ბაგეტის მცირე ნატეხთან ერთად; ზღვის პროდუქტები ვახშმად.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS