მაგალითად, პრინცმა ჰარიმ უკვე დაიკლო 3 კგ. იგი იმ დიეტას იცავს, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, თავად მეგან მარკლი იყენებს.
სამეფო ოჯახთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, The Daily Mail-ი ავრცელებს, რომ ამჟამად ჰარის ყოვედლღიურ რაციონს შეადგენს ახლადდაწურული წვენები, დაბალნახშირწყლოვანი პროდუქტები, კომბოსტო და კინოას
„მეგანმა ჰარის კვების რაციონი სრულიად შეცვალა. მათ წვენსაწური იყიდეს და ახლა ბოსტნეულისა და ხილისგან სმუზებს ამზადებენ“, - ამტკიცებს წყარო.
მეგან მარკლი დაკავებულია პილატესით და მცენარეულ დიეტას იცავს. როცა ერთხელ მსახიობს მისი დღის იდეალურ რაციონზე ჰკითხეს, მან ის ასე აღწერა: საუზმედ გამწმენდი ვანილისა და კენკრის კოქტეილი; სადილად სალათი ნისუაზე თხის ყველის ნაჭერთან და ბაგეტის მცირე ნატეხთან ერთად; ზღვის პროდუქტები ვახშმად.
ანა გარელი