მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს უკვე შვილიშვილი ჰყავს, გაგიჭირდებათ მათ ბებია უწოდოთ. საკუთარი ასაკის სულაც არ ერიდებათ და ეს გასაგებიცაა, რადგან მათ ადგილას ნებისმიერი იამაყებდა.
1. ორნელა მუტი - 63 წლის
ცნობილი იტალიელი მსახიობი, რომელმაც მაყურებლის სიყვარული და პოპულარობა მთელ მსოფლიოში მოიპოვა.
2. ელენ ეკტორი - 65 წლის
57 წლის ასაკში ელენმა მოულოდნელად გადაწყვიტა ფიტნეს-მწვრთნელი გამხდარიყო. ახლა მას ფიტნეს-კლუბების საკუთარი ქსელი აქვს.
3. რიტა რუსიჩი -
ცნობილი რუსი მომღერალი, მსახიობი, მოდელი და პროდიუსერი. მისი კარიერა 1982 წელს დაიწყო.
4. კარმენ დელორეფიჩე - 86 წლის
ის მოდელის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟისთვის გინესის რეკორდსმენი გახდა. მისი კარიერა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, როცა კარმენი 15 წლის იყო.
5. ერნესტინა შეპერდი - 81 წლის
ამერიკელი ბოდიბილდერი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ხნიერი კულტურისტი.
6. იასმინა როსი - 62 წლის
იასმინა როსიმ მოდელის კარიერა 50 წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ დღემდე მოთხოვნადია.
ანა გარელი