01 მაისი, 2018
6 აღმაფრთოვანებელი ქალი, რომელთაც უკვე შვილიშვილები ჰყავთ - რთულია მათ ბებიები ვუწოდოთ
დასახელებული ქალების შემხედვარე, რთულია, არ იფიქროთ, რომ მათ მარადიული სილამაზის საიდუმლო იპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს უკვე შვილიშვილი ჰყავს, გაგიჭირდებათ მათ ბებია უწოდოთ. საკუთარი ასაკის სულაც არ ერიდებათ და ეს გასაგებიცაა, რადგან მათ ადგილას ნებისმიერი იამაყებდა.

1. ორნელა მუტი - 63 წლის
ცნობილი იტალიელი მსახიობი, რომელმაც მაყურებლის სიყვარული და პოპულარობა მთელ მსოფლიოში მოიპოვა.

2. ელენ ეკტორი - 65 წლის

Rating

57 წლის ასაკში ელენმა მოულოდნელად გადაწყვიტა ფიტნეს-მწვრთნელი გამხდარიყო. ახლა მას ფიტნეს-კლუბების საკუთარი ქსელი აქვს.

3. რიტა რუსიჩი -
58 წლის

Rating

ცნობილი რუსი მომღერალი, მსახიობი, მოდელი და პროდიუსერი. მისი კარიერა 1982 წელს დაიწყო.

4. კარმენ დელორეფიჩე - 86 წლის

Rating

ის მოდელის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟისთვის გინესის რეკორდსმენი გახდა. მისი კარიერა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, როცა კარმენი 15 წლის იყო.

5. ერნესტინა შეპერდი - 81 წლის

Rating

ამერიკელი ბოდიბილდერი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ხნიერი კულტურისტი.

6. იასმინა როსი - 62 წლის

Rating

იასმინა როსიმ მოდელის კარიერა 50 წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ დღემდე მოთხოვნადია.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS