მელანია ტრამპს დღეს 48 წელი შეუსრულდა, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი არა მხოლოდ დღეს იქნება მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში, რადგან მის მიმართ მძაფრი ინტერესი ყოველთვის არსებობს. თვალი გადავავლოთ ყველაზე აღსანიშნავ ფაქტებს, რომლებიც ყოფილი მოდელის ხასიათსა და ღირებულებებს, მის წარსულსა და აწმყოს განსაზღვრავს.
მოდელობა ბავშვობიდან დაიწყომელანია კნაუსი 1970 წელს იუგოსლავიაში დაიბადა და მხოლოდ 5 წლის იყო, როცა პოდიუმზე გამოსვლის მანერა დაისწავლა. დედა სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა, მელანია
მოდის სფეროში სწორედ ამ კავშირით ჩაერთო.
მან მიატოვა სასწავლებელი
მელანია
არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, თუმცა, სწავლა მალევე მიატოვა და სამოდელო ბიზნესში ჩაერთო. ჯერ მილანსა და პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი დონალდ ტრამპის მეგობარმა, სააგენტოს მფლობელმა, ის ნიუ იორკში წაიყვანა და პირველად ჟურნალ ,,vanity fair”-ში გამოჩნდა.
მელანიას საქორწინო კაბა 200 000$ ღირდა.კაბის მომზადებას 1,000 საათი დასჭირდა, მელანიას კაბის შეკერვა ბრენდ Dior-ს მიანდეს. ყოველი მაქმანი იკერებოდა ხელით 23 დღის განმავლობაში. შუა ქორწილში მელანიმ კაბა გამოცვალა და უფრო მსუბუქი, Vera Wang-ის კაბა ჩაიცვა. ქორწილი 2005 წელს შედგა.
განაგრძეთ კითხვა: