26 აპრილი, 2018
ყველაზე ცნობილი ამერიკელი განგსტერის ალ კაპონეს ყოფილი ვილა მაიამიში, რომელიც 14,9 მლნ დოლარად იყიდება
ამერიკის ყველაზე ცნობილმა განგსტერმა ეს ვილა 1928 წელს შეიძინა - დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, რამაც „ალ კაპონეს ერას“ ბოლო მოუღო. ალ კაპონემ 200 ათასი დოლარი დახარჯა, რათა გაეძლიერებინა დაცვა, ააშენა ორმეტრიანი ღობე, დაამონტაჟა პროჟექტორები, ასევე ააშენა პატარა სახლი და ხელოვნური მღვიმე.

ამ სამოთხით ტკბობა ნათლიმამამ მხოლოდ ცოტა ხნით შეძლო: 1931 წელს მას გადასახადების გადაუხდელობისთვის 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საიდანაც სიფილისით სასიკვდილოდ დაავადებული გამოვიდა და სრულიად დაკარგული ჰქონდა კრიმინალურ სამყაროზე გავლენა. 1947 წელს ალ კაპონეს გული გაუჩერდა,
5 წლის შემდეგ კი
მისმა ქვრივმა მეიმ ეს სახლი გაყიდა. იხილეთ გაგრძელება + ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS