26 აპრილი, 2018
შიდსით დაავადებულმა კონჩიტამ კაბა გაიხადა
ავსტრიელმა მომღერალმა ტომ ნოივირტმა საკუთარ ალტერ ეგოზე, კონჩიტა ვურსტზე უარი თქვა.

The Independent-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აღარ ჩნდება კონცერტებზე ტომ ნოივირტი კაბებით, მან უპასუხა, რომ როგორც იქნა, იმიჯი შეიცვალა: „ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მინდა და ვიცვამ ისე, როგორც მსურს ამ მომენტში, ახლა კი მინდა უფრო მამაკაცურად გამოვიყურებოდე“.
Rating
„ჩემი ქალური კუთხით თითქმის 10 წელი ვხარობდი. „ევროვიზიამ“ ბევრი მხიარულება მომიტანა და მივხვდი, რომ პერსონაჟს, რომელიც მე შევქმენი, დიდი პოტენციალი აქვს, რათა სრულიად მოულოდნელი მიმართულებით განვვითარდე, და
მე მხოლოდ შთაგონებას ვეძებ. ოქროს კაბაში გამოწყობილი დივათი დავიწყე, ახლა კი უფრო წვერიანი, შავ ბათინკებში გამოწყობილი მომღერალი ვარ“, - საუბრობს ნოივირტი ახალ იმიჯზე.

მომღერალმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მისი ამჟამინდელი სასცენო იმიჯი „ჩვეულებრივ ტომს ჰგავს, რომელსაც ქუჩებში ვერავინ ცნობს“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტომ ნოივირტი გამოტყდა, რომ აივ ინფიცირებულია - ამბავი მედიაში თავად გაავრცელა, რადგან ყოფილი ბოიფრენდი ინფორმაციის გასაჯაროვებით ემუქრებოდა.

როგორ გამოიყურება მომღერალი დღეს, შეგიძლიათ, იხილოთ მოცემულ ფოტოებში:
RatingRatingRatingRating
ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS