დღესდღეობით, ის ყველაზე მხცოვანი და ხანგრძლივად მმართველი მონარქია ინგლისისა და მთელი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში.
როგორც აღმოჩნდა, ელისაბედ მეორე დასალევზე უარს არ ამბობს, მეტიც - ამას შესაშური სიხშირით აკეთებს. საინტერესოა, კონკრეტულად რას და რა რაოდენობით სვამს ელისაბედ II.
92 წლის ასაკში ბრიტანეთის დედოფალს მყარად უჭირავს არა მარტო თავზე გვირგვინი, არამედ ხელში ჭიქაც, - გვამცნობს "The Independent"-ი.
ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ მის უდიდებულესობას უყვარს დღეში 4
როგორც დედოფლის განსვენებული ბიძაშვილი და მეგობარი მარგარეტ როდსი ჰყვებოდა, ელისაბედ II პირველ კოქტეილს ჯერ კიდევ სადილამდე სვამს.
სამეფო სასმელის რეცეპტი ასეთია: წითელი Dubonnet ინგლისური ჯინით, ლიმონითა და ყინულით.
სადილის დროს დედოფალი სვამს ჭიქა ღვინოს. სადილსა და ვახშამს შორის პერიოდში მას ცოტაოდენი მშრალი მარტინის დალევა უყვარს. საღამოს კი უპირატესობას ჭიქა შამპანიურს ანიჭებს.
მარგარეტ როდსმა აღნიშნა: „ეს ტრადიცია არასდროს იცვლება“.
ეს ელისაბედ II-ს სტილია. ასეთივე უცვლელი სტაბილურობით უყვარს შოკოლადის ბისკვიტი ჩაისთან, სენდვიჩი თინუსით, და უბრალო საუზმე, რომელსაც პირდაპირ Tupperware-ის კონტეინერიდან მიირთმევს.
და რაღა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა მარტო არასდროს სვამს. მის ჩვევებს ერთგული მეუღლე, პრინცი ფილიპი იზიარებს.
ანა გარელი