25 აპრილი, 2018
"ევროვიზიაზე" დაკარგული ქალწულობა და თინეიჯერობის დასრულებისას აღმოჩენილი სექსუალური ორიენტაცია - ცნობილები, რომლებსაც პირველად სექსი ზრდასრულ ასაკში ჰქონდათ
მთავარია, პირველი შემთხვევა საჭირო დროს, საჭირო ადამიანთან მოხდეს, ირწმუნებიან ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირები. ვარსკვლავები, რომელთაც პირველად სექსი 20 წლის შემდეგ ჰქონდათ, ყვებიან გულწრფელ ისტორიებს, თუ როგორ დაკარგეს უმწიკვლობა.

ადრიანა ლიმა - 27 წლის ასაკში

„მამაკაცები ჩემს არჩევანს პატივს უნდა სცემდნენ. თუ პატივისცემა არ არის, ე.ი. მათ მე ვუნდივარ... იცით, თქვენ საკუთარ პრინციპებს უნდა იცავდეთ. უბრალოდ მიჰყევით თქვენს ღირებულებებს“. ადრიანას პირველი სექსი კალათბურთელ მარკო იარიკთან ქორწინების პირველ ღამეს ჰქონდა.

სელინ დიონი - 20 წლის ასაკში


„ეს
დუბლინში მოხდა, დაუვიწყარ დღეს - 1988 წლის 30 აპირლს. იმ საღამოს „ევროვიზია“ მიმდინარეობდა. ის ნომერში გამომყვა. მე საწოლის თავთან ჩამოვჯექი, ფეხებზე საწოლის გადასაფარებელი მეფარა. ისეთი ბედნიერი ვიყავი იმ მამაკაცთან ერთად განმარტოებით ყოფნით, რომელიც მიყვარდა.

თავზე ხელები მოვკიდე და ტუჩებში ვაკოცე. ხელი კისერზე შემოვხვიე. მან მჭიდროდ მიმიკრა, კარი კი კვლავ ღია იყო. მოულოდნელად ჩემი ხელები მოიშორა და საკუთარ ოთახში წავიდა. მე მარტო დავრჩი, გული ძგერს - თავბრუდამეხვა, განცვიფრებული ვიყავი. ვიცოდი, რომ გავიმარჯვე.

ტელეფონი ავიღე და მის ნომერში დავრეკე, რომ მეთქვა: „თუ დაუყოვნებლივ არ დაბრუნდები, კარზე დაგიკაკუნებ“. პასუხი არ ყოფილა.

რამდენიმე წუთში სასტუმროს ლობიდან თავად გადმორეკა. იკითხა, ყველაფერი რიგზე თუ მქონდა. მან მითხრა: „თუ ეს ნამდვილად გსურს, მე შენი პირველი ვიქნები“. მე ვუპასუხე: „შენ იქნები პირველი და უკანასკნელი“, - იხილეთ სრულად:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS