24 აპრილი, 2018
მაკრონები აშშ-ში - ბრიჯიტი და მელანია ოფიციალურ ღონისძიებებზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცოლთან, ბრიჯიტთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. თეთრ სახლში მათ დონალდ და მელანია ტრამპები მასპინძლობენ. საფრანგეთის პირველი ლედი ვიზიტის პირველივე დღეს ვარდისფერ პალტოში შესანიშნავად გამოიყურებოდა.

არანაკლებ მომხიბვლელი იყო ბრიჯიტი დღეს - ჟურნალისტების წინაშე მაკრონი ლუი ვიტონის კაბითა და პალტოთი გამოჩნდა. მელანია ტრამპმა კი შავი სამოსი და აქსესუარები შეარჩია - „დოლჩე & გაბანას“ შავი კაბა, „ჟივენშის“ შემოსაცმელი, „ლაბუტინის“ ფეხსაცმელი და „დიორის“ ქლათჩი.

მელანიამ და ბრიჯიტმა ქმრებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა თეთრი სახლის ეზოში
ხის დარგვაში - ემანუელ მაკრონმა მასპინძელს აჩუქა მუხის ნერგი, რომელიც პრეზიდენტებმა ერთად დარგეს.

იხილეთ ფოტოები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS