აღსანიშნავია, რომ ქეით მიდლტონს, რომელიც საზოგადოების და მედიის წინაშე ჩვილით ხელში წარსდგა, იმავე სტილის და შეფერილობის სამოსი ეცვა, რაც მის გარდაცვლილ დედამთილს – ლედი დაიანას, 34 წლის წინ. მაშინ, პრინცესა დაიანამ ასევე პუბლიკას ახალდაბადებული პრინცი ჰარი წარუდგინა და მას ეცვა სწორედ წითელი ფერის კაბა, რომელსაც „პიტერ პენის“
როგორც ცნობილია, ქეითის წითელი კაბა უკვე შეფასდა დაღუპული ლედი დაიანას მიმართ პატივისცემის უმაღლეს გამოხატულებად. როდესაც ქეითს პრინცი ჯორჯი შეეძინა, ასევე მისი ბებიის პატივსაცემად, მას იმავე პრინტის მქონე ცისფერი კაბა ეცვა, რაც ლედი დაიანას 1982 წელს, როდესაც უილიამი გააჩინა.