24 აპრილი, 2018
როგორ გამოხატა პატივისცემა პრინცესა დაიანას მიმართ ქეით მიდლტონმა
ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ახალდაბადებული შვილი საზოგადოებას გუშინვე აჩვენეს. მანამდე პრინცმა უილიამმა თავისი უფროსი შვილები - პრინცესა შარლოტა და პრინცი ჯორჯი სამშობიაროში უმცროსი ძმის მოსანახულებლად მიიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ქეით მიდლტონს, რომელიც საზოგადოების და მედიის წინაშე ჩვილით ხელში წარსდგა, იმავე სტილის და შეფერილობის სამოსი ეცვა, რაც მის გარდაცვლილ დედამთილს – ლედი დაიანას, 34 წლის წინ. მაშინ, პრინცესა დაიანამ ასევე პუბლიკას ახალდაბადებული პრინცი ჰარი წარუდგინა და მას ეცვა სწორედ წითელი ფერის კაბა, რომელსაც „პიტერ პენის“
თეთრი საყელო ამშვენებდა.

როგორც ცნობილია, ქეითის წითელი კაბა უკვე შეფასდა დაღუპული ლედი დაიანას მიმართ პატივისცემის უმაღლეს გამოხატულებად. როდესაც ქეითს პრინცი ჯორჯი შეეძინა, ასევე მისი ბებიის პატივსაცემად, მას იმავე პრინტის მქონე ცისფერი კაბა ეცვა, რაც ლედი დაიანას 1982 წელს, როდესაც უილიამი გააჩინა.

როგორ გამოხატა მადლიერება კეიტ მიდლტონმა პრინცესა დაიანას მიმართ
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS