„ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მთელი სომხეთი გაერთიანდა და ამ პროტესტის დიდმა ტალღამ მთელი სიტუაცია შეცვალა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა“, - წერს კარდაშიანი. ეს კომენტარი იმ ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა, რომელიც სომხეთში ვიზიტის დროს ჰქონდა გადაღებული.
შეგახსენებთ, რომ ერევანში საპროტესტო აქციები ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ეს აქციები ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ იყო მიმართული.