პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი კიდევ ერთი ბიჭის მშობლები გახდნენ. სამეფო ოჯახის ახალი წევრი ლონდონში წმინდა მარიას საავადმყოფოში დაიბადა, ისევე როგორც პრინცი ჯორჯი (4 წლის) და პრინცესა შარლოტა (მაისში 3 წლის სრულდება). ახალშობილი 3.800 კგ-ს იწონის. ის ლონდონის დროით 23 აპრილს, 11:01სთ-ზე დაიბადა.
უილიამი და ქეტრინი ვაჟის სახელს ოფიციალურად მოგვიანებით გვამცნობენ, ტიტული კი უკვე ცნობილია - მისი უდიდებულესობა კემბრიჯის პრინცი, რომელიც სამეფო ტახტის რიგით მეხუთე მემკვიდრეა.
ანა გარელი