23 აპრილი, 2018
ვნებიანი თაფლობისთვე: რუსი შოუმენი 72 წლის მეუღლესთან ერთად საწოლში ნებისვრობის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
გოგენ სოლნცევი საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს. მან 72 წლის პენსიონერ ქალზე იქორწინა და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აზიარებს. ფოტოზე ქალი სრულიად შიშველი და ბედნიერია.

გოგენს, არც ცოლის ასაკი, არც კრიტიკა და საზოგადების მხრიდან უარყოფითი კომენტარები აფერხებს. შოუმენი ამტკიცებს, რომ ის ქორწინებაში ბედნიერია და მისი უჩვეულო სიყვარულის საჯაროდ დემონსტრირებას არ ერიდება.
Rating




















ცოტა ხნის წინ შოუმენმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელმაც სოც. ქსელი ააფეთქა. სოლნცევი ბებოსთან ერთად საწოლში ნებივრობს - ამას დიდი განხილვა მოჰყვა.
Rating




















"დაისვენეთ - არ იმუშაოთ.
მინდა ყველას ვუსურვო გამოძინება და სიყვარული. მაშინ ისეთივე ძლიერები და ლამაზები იქნებით, როგორ კატიუშა", - წერს შოუმენი საკუთარ Instagram-ზე და ამატებს: "ასაკთან დაკავშირებულ კომენტარებს არ ვიღებ".
Rating



















აღსანიშნავია, რომ კატერინას რეალური ასაკი დღემდე უცნობია - ზოგიერთი წყაროს ცნობით, ქალი 72 წლის, მედიის სხვა წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ის 63 წლისაა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სოლნცევი და მისი მეუღლე დასასვენებლად გაემგზავრნენ, საიდანაც აქტიურად აზიარებდნენ ერთობლივ ფოტოებს. ქალი, რომელიც წყვილის სასტუმრო ოთახის მეზობლად ცხოვრობდა, მათი ხმაურით შეწუხებული იყო: "თხოვნაზე, რომ ღამით ნაკლები ეხმაურათ და მათი სასიყვარულო ხმებით არ შევწუხებულიყავით, მე და ჩემს ქმარს შეურაცხყოფა მოგვაყენეს. საღამოს ლობ-ბარში ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ, ღამით კი სასიყვარულო თავგადასავლებით გართულები, მთელ სართულს დაძინების საშუალებას არ აძლევდნენ. ხმაურითა და ყვირილით კედლები ზანზარებდნენ. იძლებულები ვიყავით, მიმღებისთვის საჩივრით მიგვემართა", - ციტირებს Dni.ru ქალის ნაამბობს.
Rating















ანა გარელი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS