22 აპრილი, 2018
რიჩარდ გირი საიდუმლოდ დაქორწინდა
მსახიობი რიჩარდ გირი თავის რჩეულზე, ალეჰანდრა სილვაზე საიდუმლოდ დაქორწინდა. ამის შესახებ "hellomagazine"-ი წერს.

68 წლის გირმა და მისმა 35 წლის რჩეულმა ხელი ესპანეთში უკვე მოაწერეს და ამჯერად ურთიერთობის გაოფიციალურებას ამერიკაში აპირებენ.

ცნობილი ხდება, რომ საქორწილო ცერემონია მაისის დასაწყისში გაიმართება, მეუღლეები ხელს ნიუ-იორკში, მსახიობის სახლში მოაწერენ და ღონისძიებას წყვილის უახლოესი მეგობრები დაესწრებიან.

ესპანელი ბიზნესმენისა და ჰოლივუდის მსახიობის ურთიერთობის შესახებ სამი წლის წინ გახდა ცნობილი. წყვილი გასული წლის ბოლოს დაინიშნა. ალეჰანდრა სილვასთვის ეს მეორე ქორწინებაა და მას
ერთი ვაჟი ჰყავს. რაც შეეხება რიჩარდ გირს, ის 1991 წელს სინდი კროუფორდზე იყო დაქორწინებული, 2002 წელს კი მსახიობ კერი როეულზე, რომლისგანაც ერთი ვაჟი ჰყავს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS