"პასპორტში 50 წელი ცოტა მაკვირვებს, მაგრამ ვცდილობ, ასაკს ფილოსოფიურად მივუდგე. ზოგიერთები ამაზე საერთოდ არ ფიქრობენ და არც ახსოვთ საკუთარი ასაკი, არტისტებს კი ამის დავიწყების საშუალებას არ აძლევენ: ჩვენ დაბადების დღეები უნდა აღვნიშნოთ. დიახ, გამოცდილება წლებთან ერთად მოდის - სხეულს უფრო მეტად უნდა მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ სულს. მაგრამ მე არ დავღლილვარ, თავს ახალგაზრდულად და აქტიურად ვგრძნობ", - ყვება ვალერია "„StarHit“-თან
ვალერია იმასაც აღნიშნავს, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიუმართავს: "არ დაიჯერებთ, მაგრამ ახლა ყველაფერი მაკმაყოფილებს. ადრე ასეთი ფიქრები მქონდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ცხოვრებაში დღემდე არ განხორციელებულა. თუ ადრე მეჩვენებოდა, რომ უკეთესი იქნებოდა ტუჩები, უფრო დიდი მქონოდა, ახლა ვამაყობ იმით, რაც მაქვს. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, საკმარისია, ჩემი 30 წლის წინანდელი ფოტო ნახოს და დარწმუნდება, რომ ჩემი სახის ნაკვთები არ შეცვლილა. პლასტიკაზე თუ ვისაუბრებთ, მე ფილერების წინააღმდეგი ვარ პრინციპულად და ბოტოქსზეც უარი ვთქვი დიდი ხნის წინ. როცა ახალგაზრდა, 20 წლის გოგონების დეფორმირებულ სახეებს ვხედავ, უზარმაზარი ტუჩებით, პატარა ცხვირით და დაბერილი ლოყებით, ძალიან ცუდად ვხდები".
"თუ ფიგურაზე ვისაუბრებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე სტუდენტობის პერიოდში ვიყავი. მაშინ ზედმეტი კილოგრამები მქონდა და ამასთან თავდაჯერებულობაც მაკლდა. იდეალური არ ვარ, მაგრამ საკუთარ სხეულს სირცხვილის მიზეზად არ მივიჩნევ. სრულყოფილებისკენ სწრაფვაა საჭირო და ეს მძიმე შრომაა. მე მზად ვარ ბევრი ვიმუშაო", - აღნიშნავს მომღერალი ინტერვიუში.
ანა გარელი