ლოს-ფელისში, საკუთარ სახლში ყოფნისას მსახიობს მოულოდნელად გული წაუვიდა. სასწრაფო დახმარება რომელიმე ბავშვმა თუ მომსახურე პერსონალმა გამოიძახა, ჯერჯერობით არ სახელდება. თუმცა, ცნობილია, რომ ჯოლი გამოსაკვლევად სასწრაფოდ ჰოსპიტალიზებულ იქნა.
როგორც ავსტრალიური გამომცემლობა NW გვამცნობს, ექიმების დასკვნით, გულის წასვლის მიზეზი მსახიობის არაჯანსაღი ცხოვრების წესი გახდა.
ჰოლივუდის ვარსკვლავს უძილობა აწუხებს და პრაქტიკულად არაფერს ჭამს, რაც მის ნერვულ სისტემაზე აისახება.
ანჯელინა არ აღიარებს, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები
წყაროების ცნობით, მსახიობის მდგომარეობას ბრედ პიტიც განიცდის. ის ცდილობს, გამოსაკვლევად ჯოლი საავადმყოფოში დაწოლაზე დაარწმუნოს. ჰოლივუდის ვარსკვლავი კი ირწმუნება, რომ ზედმეტად დაკავებულია, რომ ამისთვის დრო დახარჯოს.
ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა, რომ პირველი ფეხმძიმობის დროს სახეზე პიგმენტური ლაქები გაუჩნდა, რაც მას ძალიან აღიზიანებდა. მსახიობს ლაქების მოსაშორებლად სპეციალური პროცედურების ჩატარება მოუხდა.
ანა გარელი