17 აპრილი, 2018
68 წლის რიჩარდ გირი 35 წლის მეგობარ გოგონაზე ქორწინდება - როდის გაიმართება ცერემონია
3-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 68 წლის რიჩარდ გირმა და 35 წლის ალექსანდრა სილვამ ურთიერთობის დაკანონება გადაწყვიტეს.

ესპანური გაზეთი "ABC"-ი ამტკიცებს, რომ ქორწილი 5 მაისს, ვაშინგტონში გაიმართება.

რიჩარდ გირისთვის ეს მესამე ქორწინება იქნება. 1991 წელს მან სუპერმოდელ სინდი კროუფორდზე იქორწინა, მაგრამ მათი ქორწინება მხოლოდ 4 წელს გაგრძელდა. 7 წლის შემდეგ მსახიობმა ბედი მოდელ კერი ლოუელს დაუკავშირა. 2013 წელს მეუღლეები განქორწინდნენ.

ლოუელთან ოფიციალური განქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გირმა ალექსანდრა გაიცნო. მაშინ გოგონა ჰოვინდ ფრიდლანდთან განქორწინების პროცესში იმყოფებოდა, რომელიც
ამერიკელი მაგნატის, რობერტ ფრიდლანდის ვაჟია.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მეგი
35ის ფურცელზეა ალბათ თორემ 70 ის შეხედულება აქვას,
11:35 / 18-04-2018
გამოხმაურება / 0 /
იზი
დროზე უნდა მოიყვანო "გაქცეული პატარძალი" რომ არ გამოგივიდეს.
21:50 / 17-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS