კონკრეტულად ვინ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, შვილმა თუ რომელიმე მოსამსახურემ, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ ჯოლი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ვარსკვლავი გააფრთხილეს, რომ ის ძალიან გამოფიტულია და მომავალში ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვება.
როგორც 42 წლის მსახიობის დაქალი ირწმუნება, მისი მდგომარეობა სრულიად გასაგებია. ჯოლის უძილობა და მადის დაქვეითება ტანჯავს, რაც ნერვული სისტემის გამოფიტვას იწვევს. მეგობრები და ახლობლები ანჯელინას მდგომარეობით ძალიან არიან
ბრედ პიტი ცდილობს ენჯი კლინიკაში დაწოლაზე დაარწმუნოს, რათა განკურნებისთვის კურსი გაიაროს. ჯოლი ჯერჯერობით ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ის ძალიანაა დაკავებული.
ანა გარელი