16 აპრილი, 2018
ევროვიზია 2014-ის გამარჯვებული კონჩიტა ვურსტი შიდსითაა დაავადებული
კონჩიტა ვუსტმა სენსაციური განცხადება გააკეთა. ევროვიზია 2014-ის გამარჯვებულმა საკუთარ Instagram-ზე დაწერა, რომ შიდსითაა დაავადებული.

კონჩიტა გამოტყდა, რომ მრავალი წელია, სპეციალურ მკურნალობას გადის. ამ საიდუმლოს გამჟღავნება ავსტრიელმა მომღერალმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ყოფილი ბოიფრენდი ამბის გავრცელებით დაემუქრა.

„არასდროს, არავის მივცემ უფლებას შემაშინოს და ჩემს ცხოვრებაზე გავლენა ამ გზით მოახდინოს“, - ხაზს უსვამს კონჩიტა.

ტომ ნოივირტმა კონჩიტა ვურსტის სახელით კოპენჰაგენში ევროვიზია 2014 მოიგო. მომღერალმა კომპოზიცია Rise Like a Phoenix შეასრულა, რაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების მხარდაჭერისკენ
იყო მიმართული.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლაქა
სამარცხვონო!
14:39 / 18-04-2018
გამოხმაურება / 0 /
999
ჰე გაუგზავნეთ ევროპელებმა დამწუხრების წერილი
10:01 / 18-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS