16 აპრილი, 2018
ალა პუგაჩოვას 69 წლის იუბილე ტყუპებმა, გარიმ და ლიზამ ამაღელვებლად მიულოცეს
15 აპრილს ლეგენდარულ საბჭოთა და რუს მომღერალს, ალა პუგაჩოვას 69 წელი შეუსრულდა.

დაბადების დღეზე პუგაჩოვამ უამრავი მილოცვა მიიღო, თუმცა, ყველაზე ამაღელვებელი და გულწრფელი მისი შვილების, გარისა და ლიზას მილოცვა გამოდგა. ვიდეო Instagram-ზე პრიმადონას ქმარმა, მაქსიმ გალკინმა გამოაქვეყნა, წარწერით: "დაბადების დღეს გილოცავ, საყვარელო".

ვიდეორგოლში გარი და ლიზა დედას დაბადების დღეს ლექსებით ულოცავენ და საჩუქრებს ჩუქნიან - "კარგია ასეთ დედასთან ყოფნა. ყოველთვის ბედნიერი იყავი", - ამბობს ვიდეოში ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ქალიშვილი.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS