13 აპრილი, 2018
როგორ ებრძვის ჩიყვისგან გამოწვეულ მძიმე დაავადებას ჯიჯი ჰადიდი
ჯიჯი ჰადიდი, როგორც ყველა ცნობილი ვარსკვლავი, არა მარტო თაყვანისმცემლების, არამედ მოძულეების ("hater") გარემოცვაშიცაა, რომლებიც მოდელს ხშირად ღიად აკრიტიკებენ.

ჟურნალი "Harper’s Bazaar"-ის მაისის გამოცემაში, რომლის გარეკანის სახე ჯიჯი ჰადიდია, მოდელის ფოტოსესია "hater"-ის კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, რამაც მისი აღშფოთება გამოიწვია.

ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს, მოდელმა განაცხადა, რომ ნეგატიური კომენტარებისგან თავს შეიკავებს, არ თვლის საჭიროდ ამ თემაზე რეაგირებას:

"მათი უმრავლესობა უბრალოდ სისულელეს ამბობს, მაგრამ ზოგჯერ მაინც ვნერვიულობ ისეთ კომენტარებზე, როგორიცაა, მაგალითად: "მომწონს ჯიჯის გარეგნობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელოვნურად არის
შექმნილი". მე არა მარტო იმისთვის ვარ მსუბუქი წონის, რომ მოდის სტანდარტებს სჭირდება. მე ფრენბურთელი ვიყავი და ამიტომ სპორტული აღნაგობა მქონდა, რითიც მე ვამაყობდი. მას შემდეგ, რაც "ხაშიმოტოს აუტოიმუნური დაავადება" (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) დამიდგინეს, იძულებული გავხდი, სწორი კვება და სპორტული ცხოვრება დამეწყო", - ამბობს ჯიჯი ჰადიდი.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS