ბრედ პიტისა და მისი ახალი შეყვარებულის, ებრაელი არქიტექტორისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის,
ნერი ოკსმანის ურთიერთობა ძალიან სწრაფად ვითარდება.
როგორც
Us Weekly გვამცნობს, პიტი რეგულარულად ათევს ღამეებს ოკსმანის სახლში, მასაჩუსეტში, სადაც, ფაქტობრივად, გადასახლდა.
"ბრედი მის სახლთან გვიან ღამით შენიშნეს, საიდანაც დილით გამოვიდა, როცა ოკსმანი ლექციებზე მიდიოდა. მსახიობს ქალის ბინის გასაღები აქვს. ნერი კერძებს არ ამზადებს. წყვილმა კერძები ნერის საყვარელი რესტორნიდან სახლში შეუკვეთა",
- გვამცნობს ინსაიდერი, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ბრედმა და ნერმა ერთად უკვე იმოგზაურეს - ისინი კეიპთაუნში კონფერენციას დაესწრნენ და მათ მხოლოდ არქიტექტურის მიმართ სიყვარული არ აკავშირებთ:
"პიტი და ოკსმანი ნამდვილი წყვილია".
ანა გარელი