12 აპრილი, 2018
ჯენიფერ ლოპესის ცხოვრების უცნობი დეტალები (+ ფოტო)
ჯენიფერ ლოპესი იმყოფებოდა მინეაპოლისში, სადაც თავისი ახალი სინგლი “US” შეასრულა.

ფაქტია, რომ ჯეი ლო და ალექს როდრიგესი ისევ ერთად არიან. მან თავის ბოიფრენდს გამოსვლის დროს ამ სიტყვებით მიმართა: „ პატარავ, ეს სიმღერა შენთვისაა. მიყვარხარ.“

ჯენიფერმა ალექსს ამ სიტყვებით მათი ერთად ყოფნის წლისთავი მიულოცა.

რაც შეეხება ქორწინებას, ვარსკვლავმა ამაზე საკმაოდ მკაფიოდ გვიპასუხა: „ალექსი ახალგაზრდაა, ჯანმრთელია, ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ ახლა არ ვარ მზად ქორწინებისთვის. უბრალოდ ამ ეტაპზე მხოლოდ ის მინდა, რომ ვინმეს ვუყვარდე და მიყვარდეს“.

Rating

ჯეი ლოს სულ 5
წუთითაც რომ გაესაუბროთ, თქვენთვის ნათელი იქნება, რომ საოცრად უყვარს შვილები, აქვს საუკეთესო ცხოვრება და აკეთებს საყვარელ საქმეს. იმის მიუხედავად, რომ ასეთი დაკავებულია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახლში საკუთარი ხელით მომზადებულ სადილს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემდგარია, როგორც მომღერალი, მსახიობი და პროდიუსერი. ბოლო ფილმმა 52 მლნ დოლარის მოგება მოუტანა. თუმცა, ეს ყველაფერი არაა, რადგან ჯენიფერი საკუთარი სატელევიზიო შოუებიდანაც მშვენივრად გამოიმუშავებს ფულს.

განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS