28 იანვარი, 2014
ჟანა ფრისკეს ოჯახმა აღიარა, რომ მომღერალს სიმსივნე აქვს
განვაგრძობთ მის წინააღმდეგ ბრძოლას და ერთი წუთით არ ვწყვეტთ რწმენას. ყველას ვთხოვთ, მხოლოდ კეთილი სიტყვითა და ლოცვით ამოგვიდგნენ მხარში რუსი სექსუალური მომღერალი ჟანა ფრისკე, რომელიც საქართველოშიც არაერთხელ არის ნამყოფი, საკმაოდ მძიმედ არის ავად. ბოლო დროს ვრცელდებოდა ხმები მომღერლის სიმსივნით დასნებოვნების შესახებ.

ახლა ეს ხმები მისმა ოჯახმაც დაადასტურა. მისმა სამოქალაქო ქმარმა, შოუმენმა დმიტრი შეპელევმა მომღერლის ოფიციალურ საიტზე გავრცელებული ხმები დაადასტურა: ''ის, რაც მრავალი თვის განმავლობაში მხოლოდ ჩვენი ოჯახის საქმე იყო, სამწუხაროდ, რამდენიმე დღეა, საზოგადოების განსჯის საგანი
გახდა.

იმავდროულად, გვსურს, შევწყვიტოთ ნებისმიერი სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ვადასტურებთ, რომ ჩვენს ოჯახს დიდი განსაცდელი აქვს, ჟანას სიმსივნე აღმოაჩნდა.

განვაგრძობთ მის წინააღმდეგ ბრძოლას და ერთი წუთით არ ვწყვეტთ რწმენას. ყველას ვთხოვთ, მხოლოდ კეთილი სიტყვითა და ლოცვით ამოგვიდგნენ მხარში''.

როგორც გაირკვა, ჟანას ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ექიმების პროგნოზებით, ასეთ დროს პაციენტი საშუალოდ ერთ-ორ წელიწადს ცოცხლობს. მომღერლის თაყვანისმცემლები ფულსაც კი აგროვებენ, რომ მას რამენაირად დაეხმარონ.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
თიკო
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
14:28 / 07-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ვალერი
ვიცხოვროთ ერთმანეთის სიყვარულისთვის თორემ არავინ ვიცით რა დაგვემართება
22:11 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
საწყალი :( ღმერთმა ხელი მოუმართოს. მაგრამ, "მისმა სამოქალაქო ქმარმა" რას ნიშნავს? სამოქალაქო ქმარი და არასამოქალაქო ქმარი რა უბედურებაა იქნებ ჟურნალისტმა ახსნას...
20:32 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ალექსანდრე
უფალო გამოაჯანმრთელე ეს ადამიანი!
05:45 / 29-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მაქსი
კიდევ ერთხელ გვახსენებს ეს ფაქტი იმას რომ მტავარი ამ ქვეყნად ჯანმრთელობაა.გმერთმა გამოაჯანმრთელოს ძალინ მეცოდება მთელი გულით.
19:06 / 28-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS