ფილმის „Can Feda“, რომელშიც ბურაქ ოზჩივიტი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, გალა პრემიერაზე გადაღებულმა ფოტოებმა სოც. ქსელში რეზონანსი გამოიწვია - მსახიობი ცოლთან ერთად დატროლვისა და დაცინვის ობიქტი გახდა.
ამის მიზეზი ოზჩივიტის ფეხსაცმელი აღმოჩნდა - ხუმრობისას ინტერნეტ მომხმარებლებმა მიიჩნიეს, რომ ქმრის სიმაღლის მომატებისთვის ფეხსაცმელი ევჯენმა შეიძინა. ზოგიერთმა მომხმარებელმა კი აღნიშნა, რომ "დიდებული საუკუნის" ვარსკვლავის არაბუნებრივად დიდი ფეხსაცმელი შედეგია ფაჰრიე ევჯენის მიერ გაკეთებული გადაჭარბებული ფოტოეფექტებისა, რომელიც მან Instagram-დან მალევე წაშალა.
ანა გარელი