28 იანვარი, 2014
ამერიკელმა ქალებმა ეშმაკების განდევნისას ბავშვები დახოცეს
სახლში კიდევ იყო ორი ბავშვი - ხუთი და რვა წლის, რომელთაც ასევე აღმოაჩნდათ დანით მიყენებული ჭრილობები. პოლიციამ მეორე ქალიც მალევე დააპატიმრა ამერიკის მცხოვრებმა ორმა ქალბატონმა მცირეწლოვანი ბიჭუნა და გოგონა მოკლა - ვითომდა დემონების განდევნის მცდელობისას. ქალაქ ჯერმანტაუნის მცხოვრებლები რელიგიურ რიტუალს ასრულებდნენ - ბავშვებს დემონებისგან ''ასუფთავებდნენ''.

სწორედ ამ დროს შემოაკვდათ ერთი წლის ბიჭი და ორი წლის გოგონა. ბავშვების სხეულებზე მრავლობითი ჭრილობები აღმოაჩინეს. პოლიციამ დააპატიმრა მათი დედა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ბავშვების ''განწმენდის'' პროცესში, მათი სიკვდილის შემდეგ კი მიმალვა
სცადა.

სახლში კიდევ იყო ორი ბავშვი - ხუთი და რვა წლის, რომელთაც ასევე აღმოაჩნდათ დანით მიყენებული ჭრილობები. პოლიციამ მეორე ქალიც მალევე დააპატიმრა.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ. არც ისე დიდი ხნის წინ, 2013 წლის ნოემბერში, კალიფორნიაში ორი ამერიკელი დააპატიმრეს, რომლებმაც ქალი გაიტაცეს, მისგან დემონების გამოდევნის მიზნით.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS