03 აპრილი, 2018
პირველად Vogue-ის ისტორიაში გარეკანზე ჰიჯაბიანი გოგონა გამოჩნდა - ვინ არის ხალიმა ადენი
ჰიჯაბიანი მოდელი ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე ჟურნალის დაარსებიდან დღემდე პირველად მოხვდა.

ბრიტანული Vogue-ის მაისის ნომრის გარეკნისთვის 9 მოდელი შეარჩიეს, მათ შორისაა 20 წლის ხალიმა ადენი კენიიდან, რომელიც ისლამის მიმდევარია და გარეკანზე ჰიჯაბით გამოჩნდება.
Rating
















ადენთან ერთად British Vogue-ის მთავარი გვერდისთვის გადაიღეს ადუტ აკეჩი, რადხიკა ნაირი, იენ იანგ ბაე, ფარეტა, ფრან სამერსი, ვიტორია ჩერეტი, პალომა ელსესერი და სელენა ფორესტი.

"Vogue-თვის დადგა დრო, ის გააკეთოს, რაც ყველაზე მეტად ეხერხება: აჩვენოს, როგორ შეიძლება და უნდა გამოიყურებოდეს მომავალი. 5 წლის წინ
ასეთი გოგონების ჯგუფური ფოტო ჟურნალის გარეკანზე ვერ მოხვდებოდა. თუმცა, ბოლო თვეებში მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ის გახდა, რაც მთელი ცხოვრება ჩემი სამუშაო ხედვის ძირითადი ნაწილი იყო - მრავალფეროვნება", - კომენტარს აკეთებს ბრიტანული Vogue-ს რედაქტორი, ედვარდ ენიფული მოცემულ გარეკანზე.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ხალიმა ადენი გახდა "მის მინესოტა აშშ"-ს ისტორიაში ჰიჯაბსა და ბურკინში გამოწყობილი პირველი კონკურსანტი - ეს 2016 წელს მოხდა და გოგონას სამოდელო კარიერაც დაიწყო.
Rating














ადენთან მსოფლიო აღიარება და დიდება კანიე უესტის ახალი კოლექციის, Yeezy Season 5-ის პრეზენტაციის შემდეგ მოვიდა, როცა გოგონა პოდიუმზე გრძელი, ბეწვის შუბითა და ჰიჯაბით გამოჩნდა.
Rating
"იყავით ის, ვინც სინამდვილეში ხართ. საზოგადოება გვეუბნება, რომ საჭიროა მასის ნაწილი იყო, მაგრამ დიდი გამბედაობაა საჭირო, რომ პირადი პრინციპებით იცხოვროთ და მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც რეალურად ხართ", - აცხადებს ხალიმა ადენი, რომელიც წარმატებით უთავსებს ერთმანეთს სამოდელო კარიერასა და უნივერსიტეტში სწავლას.
RatingRatingRatingRatingRatingRatingRating
ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS