30 მარტი, 2018
ალექს როდრიგესმა ჯენიფერ ლოპესს ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული აპარტამენტი აჩუქა - იხილეთ ფოტოები
გასულ კვირას, ჯენიფერ ლოპესმა და მისმა საყვარელმა მამაკაცმა, ალექს როდრიგესმა მათი ურთიერთობის წლისთავი აღნიშნეს. მას შემდეგ დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი მალე დაქორწინებას აპირებს. ჯეი ლომ მაშინვე ამ ინფორმაციის საპირისპირო აზრი გამოთქვა და განაცხადა, რომ ის და ალექსი მოვლენების დაჩქარებას ჯერჯერობით არ აპირებენ.

მიუხედავად ამისა, როდრიგესი მტკიცედაა განწყობილი. გუშინ, ყოფილმა სპორტსმენმა ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბინა შეიძინა - აპარტამენტი 96 სართულიანია. შენობა ცნობილია, როგორც ყველაზე მაღალი საცხოვრებელი დასავლეთ ნახევარსფეროში.
Rating















15 მილიონ დოლარიანი საცხოვრებელი 36-ე
სართულზე მდებარეობს და 425 მ² იკავებს. აპარტამენტს აქვს 3 საძინებელი, გარდერობი, ბიბლიოთეკა, 2 სასტუმრო ოთახი და დიდი სასადილო ოთახი. ჯენიფერისა და ალექსის ახალი საცხოვრებელი სახლის თითქმის ყველა ფანჯარა ცენტრალურ პარკს გადაჰყურებს.
RatingRatingRatingRating























































აპარტამენტს მაცხოვრებლების მაქსიმალური კომფორტისთვის ყველანაირი მომსახურება აქვს: იოგა-სტუდია, სპა-ცენტრი, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა და 23-მეტრიანი ბასეინი პანორამული ფანჯრებით.
Rating













შენობა ნიუ-იორკში სიდიდით მეორეა, მხოლოდ მსოფლიო სავაჭრო ცენტრს ჩამორჩება.

აშკარაა, რომ შეყვარებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ემზადებიან - ეს მათი პირველი საერთო საცხოვრებელია.

ანა გარელი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS