29 მარტი, 2018
როგორ აღნიშნეს ირინა შეიკმა და ბრედლი კუპერმა შვილის პირველი დაბადების დღე
21 მარტს, ირინა შეიკმა და ბრედლი კუპერმა ქალიშვილის, ლეა დე სენის დაბადების დღე აღნიშნეს. ამ მიზეზით მოდელმა და მსახიობმა, ლოს-ანჯელესში საკუთარი სახლის ბაღში ბავშვებისა და დიდებისათვის წვეულება მოაწყვეს.

პატარა სტუმრებს ართობდა თავად ბრედლი კუპერი, რომელიც ძაღლის კოსტიუმში იყო გამოწყობილი. ბაღი მორთული იყო ბუშტებით, მოწვეულებს კი ნაყინით უმასპინძლდებოდნენ.
RatingRating

































































ირინამ და ბრედლიმ შეხვედა 2015 წელს დაიწყეს. 2016 წლის ბოლოს Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე ცნობილი გახდა, რომ მოდელი ბავშვს ელოდებოდა. ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებმა შეიკის უსახელო თითზე ბეჭედი შენიშნეს, რის
შემდეგაც მედიამ მიიჩნია, რომ წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS