მეი მასკი, 69 წლის
69 წლის მოდელი, დიეტოლოგი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამომგონებლის - ილონ მასკის დედა ამჟამად საკუთარი კარიერის პიკზე იმყოფება.
აირის აპფელი, 96 წლის
ნუთუ შეიძლება ამ მოდურ ქალს მოხუცი ვუწოდოთ? 90 წლის ასაკში აირის აპფელი კოსმეტიკური ბრენდის MAC-ის სახე, 96 წლის ასაკში კი ბარბის თოჯინას პროტოტიპი გახდა.
ჯეინ სეიმური, 67 წლის
ჯეინ სეიმური - მსახიობი, პროდიუსერი და მწერალი,
ვერუშკა, 78 წლის
ოდესღაც სუპერმოდელი - სამუდამოდ სუპერმოდელია. 60-იანი წლების ლეგენდარულმა მოდელმა კარიერაში პაუზა დროებით აიღო, მაგრამ საქმეს კვლავ დაუბრუნდა. 2017 წელს ის ბრენდის Acne-ის საკრუიზო კოლექციის სახე გახდა.
ვანესა რებგრეივი, 79 წლის
ლეგენდარულმა მსახიობმა გადაწყვიტა, თავი მოდელის ამპლუაში მოსინჯოს. ის Gucci-ის 2017 წლის საკრუიზო კოლექციის სახე გახდა.
კარმენ დელორეფიჩე, 86 წლის
ამერიკელი მოდელი კარმენი რეკორდსმენია. ის გინესის წიგნში ყველაზე ხანგრძლივი სამოდელო კარიერის გამო შევიდა.
კრისტი ბრინკლი, 61 წლის
სამოდელო ბიზნესის ვეტერანი, კრისტი ბრინკლი ახალგაზრდა კოლეგების ჩრდილში არ ექცევა. ნიუ-იორკის უნივერმაღის Barneys-ს სარეკლამო კამპანიის სახე 2015 წელს სწორედ კრისტი გახდა.
ტვიგი, 65 წლის
60-იანი წლების ეპოქის სახე და ლეგენდა მოდის სამყაროში მნიშვნელოვან სახედ რჩება 60 წლის შემდეგაც. მას დღემდე იღებენ სარეკლამო კამპანიებში, მათ შორის L’Oréal Professionel-ში, დიდ ბრიტანეთში.
ჯონი მიტჩელი, 71 წლის
ჯონი მიტჩელი კანადელი მომღერალი და კომპოზიტორია. გარდა ამისა, ცნობილი დიზაინერის, ედი სლიმანის მუზაა.
გალინა ბურნიშევა, 76 წლის
გალინა უკრაინელი მოდელი და ყოფილი ჟურნალისტია, ცოტა ხნის წინ, ის პროექტის "Who Is On Beauty Today?"-ს მონაწილე გახდა, რაც Ukrainian Fashion Week-ზე იყო წარმოდგენილი.
ანა გარელი