თავდაპირველად ჯგუფი "ВИА-Гра"-ს ყოფილ სოლისტს მელაძის ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებდნენ. წყვილი საკუთარ რომანს არ ახმაურებდა. წლების შემდეგ ალბინა გამოტყდა, რომ მარტივი არ ყოფილა, მაგრამ თანდათანობით შეეჩვია იმის დემონსტრირებას, თუ როგორი ბედნიერია მასთან.
„დამალვა და საკუთარი ურთიერთობის არ აფიშირება სხვადასხვა რამაა. ჩემსა და ვალერის ისტორიაში სხვადასხვა პერიოდი იყო, მაგრამ ჩვენ ეს გავიარეთ. ახლა შემიძლია ღიად ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ. ჩემში ბევრი რამ
არტისტი ბავშვების სახეს არ აჩენს, რადგან არ სურს, მათ მიმართ ზედმეტი ყურადღება იყოს მიპყრობილი. ჯანაბაევა ამბობს, რომ უფროსი ვაჟი, კონსტანტინე თავად აპროტესტებს დედის Instagram-ზე მის გამოჩენას. „მას არ უნდა, რომ ცნობდნენ. და ამ უფლებას პატივი უნდა ვცეთ. ზუსტად ორი წლის წინ, ჩვენ ერთად ვმონაწილეობდით ჟურნალისთვის ფოტოსესიაში, მაშინ უფრო აზარტული და დაინტერესებული იყო ამით, ახლა კი სხვაგვარადაა“, - ჰყვება ალბინა ინტერვიუში.
მელაძისა და ჯანაბაევას ვაჟებს სრულიად განსხვავებული ხასიათები აქვთ. როგორც ვარსკვლავი ამბობს, ლუკა ფეთქებადი და მომთხოვნი ბავშვია, კოსტია კი უფრო მომთმენი.
„ ახლა ის 14 წლისაა, გარდატეხის ასაკში შედის და სულ უფრო მეტად იცავს საკუთარ აზრს, მაგრამ ეს არ მაბრაზებს. პირიქით, ვამაყობ, რომ ასეთი მიზანდასახულია და ყველა საკითხზე საკუთარი აზრი აქვს. მასზე გავლენის მოსახდენად დიდი ძალისხმევაა საჭირო. მოისმენს და შესაძლოა, ტაქტიანად ვერ იკამათოს, მაგრამ თუ რაიმეს არ ეთანხმება, საკუთარ აზრზე რჩება. მის მხარდაჭერას ძალიან შევეჩვიე. შესანიშნავია, როცა შვილი უბრალოდ გვერდით გყავს, მხარზე ხელს დაგადებს და მაშინვე მოდის სიმშვიდე. კოსტია გულისხმიერი, კეთილი, სამართლიანი ბიჭია. ასაკის შესაბამისად, ცოტა წინააღმდეგობრივი, მაგრამ თავში ყველაფერი სწორად აქვს დალაგებული“, - ამხელს მომღერალი.
ანა გარელი