26 მარტი, 2018
ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი კვლავ ერთად არიან: ამერიკული ჟურნალის სენსაციური გარეკანი
მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ ერთმანეთს დაშორდნენ, მედია ჯენიფერის ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან დაკავშირებას ცდილობს. ცოტა ხნის წინ, ჟურნალი "Star"-ი სენსაციური გარეკანით გამოვიდა - მასზე იხილავთ, როგორ კოცნიან ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ერთმანეთს. "Star"-ი ფოტოზე ამბობს, რომ ცნობილები ერთმანეთს ნამდვილად ხვდებიან და ეს პიტის მეგობრის, ჯორჯ ქლუნის წყალობით მოხდა.

ტაბლოიდის თანახმად, ქლუნი პირველი იყო, ვინც ბრედს ანჯელინასთან დაშორების შემდეგ დაურეკა. სწორედ ჯორჯი არწმუნებდა მეგობარს, რომ ყოფილ ცოლთან ურთიერთობა აღედგინა.
Rating

























როგორც ინსაიდერები
ამტკიცებენ, მრავალი წლის შემდეგ ექს-მეუღლეების პირველი შეხვედრა "ოსკარების"ერთ-ერთ ესტაფეტაზე შედგა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სენსაციური ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. პორტალ "Gossip Cop"-ის ჟურნალისტებმა ცნობილ ვარსკვლავებზე გავრცელებული ჭორები გააქარწყლეს - გაარკვიეს, რომ პიტისა და ენისტონის კოცნის სცენა ორი ძველი, სხვადასხვა ფოტოთი იყო გაკეთებული.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS