26 მარტი, 2018
14 წლის გოგონა, რომლის გამაოგნებელმა ხმამ ყველა ფეხზე დააყენა და მისი ტრაგიკული ისტორია
14 წლის დიანა ანკუდინოვა უკვე რამდენიმე პროექტის მონაწილეა და რუსეთში მას ნამდვილ ვარსკვლავად მოიხსენიებენ. ბოლოს მას ცნობილი მომღერლები და კომპოზიტორი დაუდგნენ ფეხზე და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ასეთი ხმა, არტისტიზმი და შესრულება უკვე შემდგარი ვარსკვლავებისთვისაც კი შესაშურია.

დიანა მართლაც განუმეორებელი მომღერალია. პროექტებში მას დედობილი დაყვება ხოლმე საგულშემატკივროდ. გოგონას საოცრად ტრაგიკული ისტორია აქვს. თითქმის ორი წელი ცხოვრობდა მოძალადე დედასთან, რომელსაც მისი მოკვლა სურდა. როგორც დიანა ამბობს, დედას საერთოდ არ უნდოდა მისი გაჩენა. "12 აბორტის მერე, მე
ერთადერთს გამიმართლა, რომ გადავრჩი..."

ის რომ ახლა ჯანმრთელია და ასეთი ლამაზი, შემდგარი გოგონა, მხოლოდ ექიმებისა და სოციალური სამსახურების დამსახურებაა, რომლებმაც მის ბიოლოგიურ დედას გამოსტაცეს ხელიდან და გადაარჩინეს. შემდეგ დიანა ახალ ოჯახში მოხვდა, ბედნიერია, თუმცა, სულ ეშინია, რომ ნამდვილი დედა არ გამოჩნდეს და არ მოკლას...

ეს კი დიანას საოცარი გამოსვლა, რომელიც მართლა აღტაცებას მოგგვრით:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS