მონიკა ბელუჩი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება, ამიტომ მისი ყოველი ახალი გამოჩენა პრესისა და თაყვანისმცემლების ყურადღებას იქცევს. პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალი დავიდ დი დონატელოს იტალიურ კინოპრემიაზე გამოჩნდა და ტრადიციულად, ფურორი მოახდინა.
მონიკამ გამოსვლისთვის
შეარჩია Balmain-ის გრძელი შავი კაბა, რომელიც მის ფიგურას კვეთდა. სამოსს ბრილიანტების სამკაული და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამშვენებდა.
თაყვანისმცემლებმა აღნიშნეს, რომ მსახიობი პრემიაზე მ
არტო მივიდა. მას თან არ ახლდა საყვარელი მამაკაცი, ფრანგი მსახიობი, ჟილ ლელუში, რომელიც მასზე 7 წლითაა უმცროსი. სავარაუდოდ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბელუჩი მიჩვეული არ არის საკუთარი პირადი ცხოვრება ვინმეს მიუძღვნას. მსახიობთან დაახლოებული წყაროები კი ამტკიცებენ, რომ ბელუჩის ლელუშთან ძველებურად შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
ანა გარელი