23 მარტი, 2018
ნაომი კემპბელი ოფიციალურად აღიარეს საკულტო სტილის მფლობელ ქალბატონად
CFDA Awards მოდის ინდუსტრიის "ოსკარია". წელს, ცერემონიალი 4 ივნისს ჩატარდება. ახლახანს კი სპეციალური ლაურეატების სახელები გახდა ცნობილი. ამერიკის მოდის კრიტიკოსებმა ნომინაციაში "საკულტო სტილის ქალბატონი" ბრიტანელი სუპერმოდელი ნაომი კემპბელი დაასახელეს.

ნაომი ნამდვილი ლეგენდაა, მან კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო და პირველი შავკანიანი გოგონა გახდა, რომელიც ჟურნალ "Time"-ის გარეკანზე მოხვდა. შავი პანტერა დღემდე ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნად მოდელად რჩება. დღეისათვის უკვე 500-ზე მეტი გარეკანი აქვს დამშვენებული და მის მორიგ გამოსვლას მილიონობით გულშემატკივარი ელოდება.

"მე დიდ ბრიტანეთში გავიზარდე და
ჩემი სტილი ლონდონის ქუჩის კულტურის მიხედვით ყალიბდებოდა, მაგრამ ამერიკამ ნამდვილი თავისუფლება მომცა."


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS