ცოტა ხნის წინ ისევ დაიწყეს შეხვედრები, თუმცა პემი დიდხანს უარყოფდა რომანტიკულ ურთიერთობებს.
ამ დღეებში შონ პენმა ჰაიტის დასახმარებლად საქველმოქმედო წვეულება მოაწყო. პამელა ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა და ჟურნალისტებს თამამად გამოუცხადა, რომ
''ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენი ოჯახებიც გახარებული არიან, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს''.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ანდერსონი მეორედ თხოვდება. ყოფილ ქმარს ტომი ლის ასევე ორჯერ გაჰყვა ცოლად.
რაც შეეხება რიკ სალომონს, გარდა იმისა, რომ ფილმების პროდიუსერია, ვიწრო წრეებში ცნობილი ბანქოს მოთამაშეც არის - პოკერს თამაშობს.
ადრე პერის ჰილტონთან ჰქონდა რომანი, რაც იმით დასრულდა, რომ წყვილმა ინტერნეტში განათავსა შინ გადაღებული პორნოვიდეო. ერთი სიტყვით, პამელა და რიკი ერთად არ მოიწყენენ!
ჟურნალი ''რეიტინგი''