20 მარტი, 2018
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს
საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი 2007 წელს მისი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "Reuters"-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გამომძიებლები სარკოზის კორუფციულ სქემაში მონაწილეობაზე შემოწმებას გეგმავდნენ.

ექს-პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე 2012 წელს წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებისთვის წარსდგება, როცა ის არჩევნებში ფრანსუა ოლანდმა დაამარცხა.

გამოძიება ეჭვობს, რომ PR სააგენტო Bygmalion-ი სარკოზის კამპანიის საინფორმაციო მხარდაჭერით იყო დაკავებული. დაფინანსების ნაწილი ყალბ ანგარიშებზე განხორციელდა, რათა საპრეზიდენტო კანდიდატის კანონით დაშვებული მაქსიმალური ბიუჯეტის გადაჭარბება გადაეფარათ (შეადგენს 22,5 მლნ ევრო). გადაჭარბება კი
18 მლნ ევროდაა შეფასებული.

სარკოზმა არა ერთხელ განაცხადა, რომ ხარჯების მომატებაზე არაფერი იცოდა.

თუ მას არჩევნებში კანონის დარღვევა დაუმტკიცდება, ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება. ამასთან, დამკვირვებლების აზრით, ის დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას უკვე ვეღარასდროს შეძლებს.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS