26 იანვარი, 2014
მკვლელს დეტექტივისთვის ლიტერატურული პრემია გადასცეს
ამერიკელი ალარიკ ჰანტი სამხრეთ კაროლინაში მკაცრი რეჟიმის ციხეში მკვლელობისა და ქურდობისთვის ზის და მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი მამაკაცმა, რომელიც 19 წლიდან ციხეში იჯდა, წიგნის წერა ფულის საშოვნელად დაიწყო. 44 წლის ამერიკელი ალარიკ ჰანტი სამხრეთ კაროლინაში მკაცრი რეჟიმის ციხეში მკვლელობისა და ქურდობისთვის ზის და მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

თუმცა ამან არ შეუშალა ხელი, მიეღო ლიტერატურული პრემია The Private Eye Writers of დეტექტიური რომანისთვის ''ძვლის მტვრეველი''.

საერთო ჯამში, ავტორმა რომანზე ცხრა თვე იმუშავა. ნაწარმოებში მოქმედება ნიუ-იორკში ხდება.
თუმცა თვით ალარიკი, რომელიც 19 წლიდან ციხეშია, ამ ქალაქში არასოდეს ყოფილა და რომანისთვის ნიუ-იორკის ძველი ფოტოები და სერიალი ''კანონი და წესრიგი'' გამოუყენებია.

მსჯავრდადებულს მას მერე დაუწყია წერა, რაც წაუკითხავს, რომ კერძო დეტექტივების შესახებ გამოუქვეყნებელი რომანების კონკურსი ეწყობოდა. კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულს ერგება 10 ათასი დოლარი და კონტრაქტი წიგნების პუბლიკაციის შესახებ.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
საღოლ!
აბა ჩვენთან ასეთი რამე ვის მოაფიქრდებოდა!
13:04 / 27-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS