როგორც ამერიკელმა ჟურნალისტებმა გამოთვალეს, ახალგაზრდა მომღერალს სოლიდური თანხა აქვს დაგროვილი, შესაბამისად, განქორწინების დროს გა-საყოფიც ბევრი იქნება. ჰილარი ყოველთვის იყო ამერიკელთა ფავორიტი.
ჯერ კიდევ „დისნეის“საბავშვო არხზე გაითქვა სახელი სერიალებით „ლიზი მაგუაიერი“, „კონკიას ამბავი“.
მას მოსიყვარულე ახალგაზრდა დედისა და წესიერი გოგონას იმიჯი აქვს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი არც ასე იდეალურად ყოფილა.
წყვილმა ერთობლივად გადაწყვიტა დაშორება. დაქორწინების დროს მათ საქორწინო კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ორივეს ქონება (ჰილარის 25 მლნ დოლარი და კომრის 5 მლნ) განქორწინების შემდეგ ხელშეუხებელი უნდა დარჩეს.
თუმცა დაფს შეუძლია, შეთანხმება გააპროტესტოს და სოლიდური ალიმენტები და კომპენსაცია მოითხოვოს. მაიკის მამა, კანადელი მაგნატი, ავეჯის ფირმების მფლობელი ბილ კომრი 500 მლნ დოლარის მფლობელია. ასე რომ, ჰილარის ადვოკატები აქტიურად იბრძვიან, რომ მათი კლიენტი რაც შეიძლება კმაყოფილი დარჩეს ამ განქორწინებით.
ჟურნალი „რეიტინგი“