"ძმა" 2016 წელს გადაიღეს. მთავარ როლებს თურქი ვარსკვლავები და გოგონების გულთამპყრობელები ჩაღათაი ულუსოი და არას ბულუთ ინემლი ასრულებენ. მომხიბვლელი "მელექის" როლს კი ბენსუ სორალი თამაშობს.
ბენსუ უკვე რამდენიმე წელია, ურთიერთობაში იმყოფება. მისი რჩეული ციფრული მარკეტინგის სააგენტოს თანამფლობელი, ონლაინ მაღაზია lidyana.com-ის დამფუძნებელი და ასევე სხვა ბიზნესების მფლობელი ჰაკან ბაშია.