"50-წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთხელ ჩემს ცოლს ყურადღებით შევხედე და ვუთხარი: "50 წლის წინ პატარა სახლი გვქონდა, ძველი მანქანა, დივანზე გვეძინა და პატარა შავ-თეთრ ტელევიზორს ვუყურებდით, მაგრამ სამაგიეროდ, ყოველ ღამე 19 წლის ლამაზ გოგონასთან ერთად ვიძინებდი.
ახლა უზარმაზარი, მდიდრული სახლი მაქვს, ბევრი ძვირადღირებული მანქანა მყავს, უზარმაზარი საწოლი მდიდრულ საძინებელში, ფერადი ტელევიზორი ფართო ეკრანით, მაგრამ ახლა საწოლში 69 წლის ქალთან ერთად ვწევარ. ჩემს ქორწინებაში ეჭვის შეტანას ვიწყებ".
ჩემი ცოლი ძალიან გონიერი ქალია. ის არ გაბრაზებულა და არ
უჩხუბია. მან უბრალოდ 19 წლის გოგონას მოძებნა შემომთავაზა, ის კი უკვე იმაზე იზრუნებს, რომ მე ისევ პატარა სახლში ვცხოვრობდე, დივანზე მეძინოს და შავ-თეთრ ტელევიზორს ვუყურებდე".
ანა გარელი